დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, 1344 ადამიანია იმერეთში დარეგისტრირებული , რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ,,ფაიზერის,,ვაქცინით,, აიცრან.ნაწილი სამედიცინო პერსონალია, ნაწილი კი შესაბამისი ასაკობრივი კატეგორია. ჯავშანი მოიცავს 14 აპრილამდე პერიოდს.ყოველდღიურად საშუალოდ დაახლოებით 84 ადამიანის ვაქცინაცია გახორციელდება.
ფაიზერით აცრა ცხაკაიას სახ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოხდება, სადაც ასევე მიმდინარეობს ,,ასტრაზენეკას,, ვაქცინით ვაქცინაცია.
დღეს დილის მონაცემებით, იმერეთის მასშტაბით ასტრაზენაკას ვაქცინით 18 ადამიანია აცრილი .ჯამში კი აცრილთა რაოდენობამ იმერეთში 300 გადააჭარბა .
,,ფაიზერის ვაქცინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში -80 გრადუსზე ინახება და ამცრელ დაწესებულებას 2 დღის მარაგი მიეწოდება. ვაქცინა 2-დან 8გრადუსამდე ტემპერატურაზე ვარგისია მხოლოდ 120 საათი.