ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 301-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.68 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 272 219-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 39, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც: 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 778, აჭარაში - 192, იმერეთში - 295. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში - 148, აჭარაში - 29, იმერეთში -71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 203 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 163 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 163, ხოლო აჭარაში - 16.
სულ 6 ოქტომბრიდან - 27 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 858 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 488 პირი, აჭარაში - 909, იმერეთში - 947.