დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია. , 9000-დან 20 % სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი - 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეა.
„გუშინ ინტენსიურად ჩაეწერნენ როგორც 65 წელს ზემოთ, ისე ჩემი კოლეგები და მოლოდინის რიგში მომავალი 2 კვირის განმავლობაში არის 11 273 ადამიანი, ვინც არის დარეგისტრირებული ერთიან პორტოლზე, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში აიცრას. „ფაიზერი“ საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის. დღევანდელი მონაცამებით, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანი არის რიგში „ასტრაზენეკაზე“ და 9000 ადამიანი არის რიგში „ფაიზერზე“, რომლით ვაქცინაციაც სამშაბათიდან დაიწყება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 მარტის მონაცემებით , აცრის გასაკეთებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა სამედიცინო სფეროს 11 273 თანამშრომელი, ხოლო აცრა 4344-მა ადამიანმა გაიკეთა.
საქართველოში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ორი სახის ვაქცინა: ოქსფორდ-ასტრაზენეკა (43200 ერთეული) და პფაიზერ-ბიონტექი (29250 ერთეული).