24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეა. საქართველოში „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ ხორციელდება, რომლის მიზანი ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირებაა.
დღეის მდგომარეობით მეთვალყურეობის ქვეშ არის 2 400 პაციენტი.
ტუბერკულოზის მართვის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 12 157 000 ლარით განისაზღვრა.