,,ფაიზერის ,, ვაქცინის 29 500 დოზა საქართველოში ხვალ გვიან ღამით შემოვა.ჯანდაცვის მინისტრი ამბობს,რომ საზოგადოებაში არის აზრი ,,ფაიზერის,, ვაქცინის მეტი სანდოობის შესახებ,თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით,როგორც "ასტრაზენეკას,, ასევე "ფაიზერს,, აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნდობა და მათი ეფეტურობა არის მაღალი.
,,მოხდება სამიზნე ჯგუფების გაფართოება.ამას ქონდა ორი მიზეზი.ვიცით,რომ მაღალი ასაკის მოქალაქეები არიან უფრო მაღალი რისკის ქვეშ და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ 65 წელს ზევით მოქალაქეებსაც მივცეთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე."- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.