საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სამუშაო შეხვედრა ქუთაისში გამართა.ეკატერინე ტიკარაძე სამხარეო ადმინისტრაციაში იმერეთის კლინიკებია წარმომადგენლება შეხვდა.შეხვედრაზე ვაქცინაციია შესახებ ისაუბრეს.
"ახალციხეში მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტმა ვაქცინაციაზე რა თქმა უნდა იქონია გავლენა და გვქონდა კლება იმ ტემპში,რაც თავიდან იყო.მნიშვნელოვანია კომუნიკაცია როგორც საზოგადოებასთან,ასევე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და პერსონალთან,რათა დეტალურად იქნას გაანალიზებული ყველა ის საფრთხე და რისკი,რაც მათ მიაჩნიათ, რომ შეიძლება არსებობდეს ამ პროცესთან მიმართებაში .მნიშვნელოვანია,რომ ვაქცინაციის პროცესისადმი სანდოობა აღდგეს,რადგან ეს არის მთავარი გზა,რომ სამყარომ შეძლოს და დაძლიოს კოვიდპანდემია.იმ გახსნების ფონზე,რომელიც ქვეყანაში გვაქვს,ფიქსირდება ინფექციის აღმასვლა და მნიშვნელოვანი არის,რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაიაზრონ ის რისკები,რაც შეიძლება ქვეყანას შეექმნას და როგორც პირბადის ტარებით,ასევე სოციალური დისტანციით და აქტიური ვაქცინაციის პროცესით დავძლიოთ ეს გამოწვევა"განაცხადა მინისტრმა.