„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 50 % მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საპასუხოდ, მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა ეფექტურია.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური ან არაეფექტურია საქართველოში კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა, გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ ეფექტურია. 37 % ამბობს, რომ არაეფექტურია, ხოლო 13 %-მა არ იცის.
გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა ეფექტურია.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური ან არაეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ ეფექტურია, 30 % ფიქრობს, რომ არაეფექტურია, ხოლო 28 პროცენტმა არ იცის.
ღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.