დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 20 მარტის მონაცემებს აქვეყნებს.საქართველოს მასშტაბით, "ასტრაზენეკას"ვაქცინა სამედიცინო სფეროს 3674-მა წარმომადგენელმა გაიკეთა.გუშინ ეს ციფრი 3642 იყო.ბოლო 24 საათში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 30 ადამიანი აიცრა.
რაც შეეხება დარეგისრირებულთა რაოდენობას,დღეის მონაცემებით სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია გაიარა 5250-მა ადამიანმა.გუშინ ეს რიცხვი 5185 იყო.
გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა,რომ ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოებიდან გამომდინარე , მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება,ასეთი საქართველოში 40 საავადმყოფოა.