დღეს ვაქცინაციის პროცესს იმერეთის მუნიციპალიტეტები შეუერთდნენ. ჭიათურაში პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის უფროსი ხათუნა კუპატაძე აიცრა.
,,ასტრაზენეკა, რომელიც გვაქვს მუნიციპალიტეტში, ინახება ჩვენთან ცივი ჯაჭვის მაცივრებში 2-8 გრადუსამდე ტემპერატურაზე. ვაქცინა შემოიტანეს ჭიათურაში კვირას, მარაგი ინახება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. დღეს 10 ადამიანი აიცრა ქალაქში.იმედია აქტივობა მომდევნო დღეებში გაიზრდება,,-ამბობს ხათუნა კუპატაძე,ჭათურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურის უფროსი.
იმერეთში ვაქცინაციის 15 პუნქტია, აქედან 4 ქუთაისში ფუნქციონირებს.დღეს ვაქცინაციის პროცესში იმერეთის 5 მუნიციპალიტეტი ჩაერთო-საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ზესტაფონი, წყალტუბო და თერჯოლა.
საქართველოში ,,ასტრაზენეკას,, 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა.იმერეთში 5 500 დოზა გადანაწილდა.
გუშინ 20 საათის მონაცემებით აცრის გასაკეთებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებულია სამედიცინო სფეროს 4 333 თანამშრომელი. აქერდან აიცრა 1 447