ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ირაკლი შენგელია სამედიცინო და ჰოსპიტალური სერვისების წარმომადგენლებს შეხვდა და ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარუდგენა.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პროგრამის იმპლემეტირების გზებსა და თანამშრომლობის ფორმებზე იმსჯელეს.
ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, სადეპუტატო ინიცირების ფარგლებში, შემუშავდა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პირველი პრევნციული პროგრამაა, რომლიც დაავადების ადრეული დიაგნოსიტებას ითვალისწინებს.
ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებული თამბაქოს მომხმარებელი, პროფესიული რისკის მქონე საწარმოებში დასაქმებული, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ბენეფიციარების მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პროგრამა საპილოტეა და 2021 წლის ბიუჯეტში მის განსახორციელებლად 30 000 ლარი არის გამოყოფილი.