ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის 45 ადამიანი მკურნალობს, საავადმყოფოს ჯამში კოვიდდადებითი პაციენტებისთვის 105 საწოლი აქვს გამოყოფილი. ამ ეტაპზე თავისუფალია 60 საწოლი.
,,ერთი თვის წინ ,ყოველდღიურად , საშუალოდ რომ ავიღოთ, გვყავდა 80 პაციენტი, ახლა გვყავს 45-55 პაციენტი. გარკვეულწილად განიტვირთა კოვიდ კლინიკები და მე ვთვლი, რომ ეს არის იმ შეზღუდვების შედეგი, რომელიც იქნა დაწესებული,,-განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ, ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 126 შემთხვევა გამოვლინდა.მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 467 პაციენტი მკურნალობს