ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 007 კვლევა , მათ შორის 10 627 კვლევა ანტიგენით და 7 380 PCR -ით.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 081 პირი, ხოლო გარდაიცვალა 12 ადამიანი.
თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 49, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 75, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 564.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, აქედან იმერეთში - 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან იმერეთში - 20.
347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 - თბილისში, 121 - აჭარაში, 15 - იმერეთში.
3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 90, ხოლო იმერეთში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 000 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 231 პირი, აჭარაში - 887, იმერეთში - 1 689.