„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით.
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 602 პირი, აჭარაში - 1 501, იმერეთში - 2 108