ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 კვლევა , მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენით და 7 118 PCR -ით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 494 პირი,ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა.
თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 301, ქვემო ქართლი - 123, შიდა ქართლი - 100, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 107, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 055.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, აქედან იმერეთში - 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან იმერეთში - 52.
1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 85 - იმერეთში.
6 238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში - 13.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათგან იმერეთში - 3 660.