დღეის მონაცემებით,ქუთაისის 15 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სრულად შეჩერებულია.მიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში COVID 19-ის გავრცელების მაღალი შემთხვევებია. ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის თქმით, ვირუსი ფილიალების თანამშრომლებს დაუდასტურდათ.ერთი კვირის წინ არსებული ინფორმაციით, (11 ოქტომბრის) ქალაქში 10 ბაღი იყო დახურული.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.