13 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილე 30-მდე ქვეყანიდან საქართველოს ნაკრებმა საპატიო, ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი საქართველოს ნაკრებს მრავალი წელია არ ჰქონია.
ტურნირის გამარჯვებული გახდა პოლონეთის გუნდი, მეორე ადგილი სლოვაკეთის, ხოლო მესამე ადგილი ავსტრიის გუნდებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
საზეიმო დახურვას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ. ოთხი დღის მანძილზე ტურნირის მონაწილეები გუნდურად ასპარეზობდნენ. წელს, ტურნირში 27- ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 15 ქვეყნის გუნდი ქუთაისს ეწვია. დანარჩენი გუნდები კი ონლაინ რეჟიმში ჩაერთვნენ.