ქუთაისში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე იმყოფება. ნუნუ მიცკევიჩმა ქალაქში მდებარე საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა, მათ მუშაობას გაეცნო და აბიტურიენტებს და მშობლებს გაესაუბრა.მინისტრის მოადგილის თქმით, პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.ნუნუ მიცკევიჩმა იმ აბიტურიენტებზეც ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ.მისი განმარტებით, მათთვის ცალკე სესიები იქნება და გამოცდების ჩაბარების გარეშე არც ერთი აბიტურიენტი არ დარჩება.
დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები მათემატიკას აბარებენ.
ქუთაიში სულ სამი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებ, ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით 25 ცენტრია გახსნილი.