წელს ქუთაისში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს-მეთხუთმეტე და მეცხრამეტე ბაღები.იმისთვის, რომ მშობელმა შეძლოს და ბავშვი მორიგე ბაღში ატაროს, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია,საჭიროა შესაბამისი საბუთის წარდგენა, ან ცნობა, რომ მშობლები არიან დასაქმებულები. ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით , განაცხადების მიღება 23 ივნისამდე გაგრძელდება.მორიგე ბაღები ივლისის ბოლომდე იმუშავებს და 500 აღსაზრდელზეა გათვლილი.ჯამში ქალაქის საბავშვო ბაღებში 8500 მოსწავლეა რეგისტრირებული.
რაც შეეხება კოვის სტატისტიკას, ამ დროისთვის არც ერთი ბაღი არ არის დახურული.