მომდევნო კვირას ქუთაისის საჯარო სკოლებში ონლაინ სწავლას 2058 მოსწავლე განაგრძობს.
როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, სტატისტიკა კლებადია, რადგან პირველმა და მეთორმეტე კლასელებმა ,როგორც ცნობილია ,სწავლა უკვე დაასრულეს.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა , მოსწავლე დაახლოებით 84500, რაც შეეხება პედაგოგებს მათი რიცხვი 2800 შეადგენს, მოსწავლეებს ონლაინ სწავლებაზე მოთხოვნის გაკეთება კვირის ყოველ ოთხშაბათ დღეს შეუძლიათ.