13 მაისიდან, სასწავლო პროცესის განახლებიდან, 21 მაისის ჩათვლით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 63 სკოლა და 188 ცალკეული კლასი.
რაც შეეხენათ პედაგოგებს, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 120 მასწავლებელი იმყოფება.