განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, სწავლის გასაახლებლად ყველა სკოლა მზადაა.
Covid-19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება გრძელდება.
მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე – https://online.emis.ge.განცხადებები ყოველ ოთხშაბათს მიიღება.
რაც შეეხება ქუთაისში მოქმედ საბავშვო ბაღებს, ბაღებში სწავლა 17 მაისიდან განახლდება.