ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე ორი- მე- 14 და 33-ე სკოლები იმყოფება, ხოლო დისტანციური სწავლების მოდელზე 2500-მე მოსწავლეა დარეგისტრირებული. როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ქუთაისის საჯარო სკოლებში ვირუსი სულ 5 მოსწავლეს და რვა მასწავლებელს დაუდასტურდა. ნინო მამრიკიშვილი ასევე აღნიშნავს, , რომ სკოლებში საგანგაშო მდგომარეობა არ არის და მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა რაოდენობა ყოველკვირეულად უმნიშვნელოდ იცვლება .