,,გამარჯობა,უკაცრავად,გვიანი ხომ არ არის?-"ტელევიზიონშიკის"განწყობით მივესალმე.
,,არა,რას ბრძანებთ,,-მიპასუხა...
,,ხვალ შეგეხმიანებით,ფონდ"სოხუმთან"თანამშრომლობის შესახებ გკითხავთ,,- დავუკონკრეტე მე და წამის შემდეგ ,ნანი ბენიძის სევდანარევი ხმა ოპტიმიზმმა ჩაანაცვლა-"ჩემი ფონდი ,,სოხუმი", 20 ათეულ წელზე მეტი"...
...და ქალბატონმა ნანიმ თბილი და ნაკადულივით კამკამა ხმით ჩამოარაკრაკა ორივესთვის საყვარელი ადამიანების სახელები.საუბარმა კარგა ხანს გასტანა,შიგა და შიგ გვიმძიმდა,თუმცა,სასიამოვნო დიალოგი შედგა.გვიმძიმდა აფხაზეთის ომის პერიოდი ,ცეცხლის ალში გახვეული ურთიერთობები.ნანი ბენიძემ ტკივილით გაიხსენა 3 წლისა და 10 თვის შვილთან ერთად გაჭირვებით გადმოლახული ჭუბერის უღელტეხილი.სოხუმის აეროპორტი,დაზავების მიუხედავად უმოწყალოდ ჩამოგდებული ქართული თვითმფრინავი.38 წლის ძმის შემზარავი დაღუპვის ამბავი და სევდა,რომელმაც,სხვა ოჯახების გვერდით,ბენიძეების კართანაც ჩაიმუხლა.მეუღლე და ორი ობოლი დარჩა ასმეთაურს.4 წლის შემდეგ გადმოასვენეს ძმის ნეშტი.გმირთა მოედანზე დიდი პატივითაა ამოტვიფრული რომან ბენიძის სახელი და გვარი,რომელიც ხონში დაკრძალეს.
ნანი ბენიძისთვის აფხაზეთის შემდეგ ხონი,მშობლიური ქალაქი გახდა და ამის ბევრი მიზეზი არსებობდა.განათლებით ინჟინერ-პოლიგრაფისტს იმერეთის ადმინისტრაციულ ცენტრთან პირველი შეხება მაშინ მოუწია,როცა ,ლენინგრადში,საკმაოდ პრესტიჟულ გარემოში სამუშაო პრაქტიკით განაწილებულმა ნანიმ ფრაზა"ჩემს ქვეყანაში უნდა დავბრუნდე" მტკიცედ წარმოთქვა და ნათქვამი სისრულეში მოიყვანა.თავდაპირველად ქუთაისში,ხოლო შემდეგ ხონში განაგრძო საქმიანობა.საკუთარი გადაწყვეტილება კი ,მარტივად ახსნა - "სამშობლო უპირველესია"-თქვა და დღესაც ამ სულისკვეთებით ცხოვრობს,დღესაც ადამიანებისთვის იღწვის და ფონდ"სოხუმთან "ერთად დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას ცდილობს.მიუსაფარი ძაღლების საკითხი ნაწილობრივ გადაიჭრა.ხეების გასხვლის პრობლემა,ასევე ნაგვის ურნების თემა მოგვარებულია. მიტოვებული შენობა_ნაგებობების დასუფთავება_დემონტაჟი მთავარ გამოწვევად რჩება.საუბრისას აღნიშნა,რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით გაკეთებული სპორტული მოედანი მისასალმებელია,მაგრამ იქვე არსებული ანტისანიტარია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს . ფიქრობს,რომ,ფონდ"სოხუმთან"ერთად ბევრი რამ გამოვა.საყვარელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას დიდხანს ,დაუსრულებლად აპირებს და უამრავი საკითხის სისრულეში მოყვანას გეგმავს.
პოლიგრაფიული სასწავლებლის წითელდიპლომიანი კურსდამთავრებულისთვის ,მცირე ხნიანი დიალოგი საკმარისი აღმოჩნდა აეხსნა,თუ რა დატვირთვა გააჩნდა უწინ ობსეტურ ბეჭდვას.რას საქმიანობენ ლინოტიპისტები და როგორია ლინოტიპური ბეჭდვა.გაიხსენა იმ პერიოდის გამომცემლობა და გაზეთი "ხონი". ქალბატონმა ნანი ბენიძემ ,გულრიფშიდან ხონამდე, ტკივილნარევი სიხარულით ,დიდი, მოგონებებით დატვირთული და საინტერესო გზა განვლო.ახლა ხონიდან-გულრიფშამდე გზა, მომავლის იმედით აქვს გასავლელი.იმედით,რომელიც აფხაზეთთან მოფერების სურვილს უღვივებს . ახლახან აღმოაჩინა,რომ შავი ფერის გარდა,მწვანე კაბაც უხდება,თურმე მწვანე ფერიც ყვარებია,როგორც იისფერი ორქიდეა და თეთრი ვარდები. ნატვრა კი ბევრი აქვს,ხოლო უმთავრესი, აფხაზეთის გულთან მისასვლელ გზას უკავშირდება.
ბლოგის ავტორი ნანა რობაქიძე