,,წლების წინ,ფონდი ,,სოხუმის,, ტრენინგზე ბენეფიციარის სტატუსით მივედი,ახლა,მათ მიერ განხორციელებული არა ერთი პროექტის მონაწილე ვარ,,_გვიყვება ქრისტი ქუთათელაძე.ის ფონდ "სოხუმის"პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ქსელის კოორდინატორია.აქტიურ ქალებთან ერთად კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირებასა და ადვოკატირებას ახდენს . როგორც თვითონ ამბობს,ფონდმა"სოხუმმა"მათ სწორი გზა უჩვენა,თუ როგორ მოახერხონ საკუთარი უფლებების დაცვა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით. ფონდი"სოხუმის"ქალთა საინიციატივო ჯგუფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობით , წყალტუბოს დევნილთა თემში მოხერხდა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება,მოიხსნა წყლის ტუმბოს პრობლემა,კორპუსებზე გაკეთდა საინფორმაციო წარწერები,მოწესრიგდა გათბობის სისტემა და დაბინძურებული არხის გაწმენდა,რაც მთავარია ბაგა_ბაღის პრობლემა გადაიჭრა.სამომავლოდ დღის წესრიგშია კორპუსის გადახურვის პრობლემის მოგვარება,ფასადების მოწესრიგება,კორპუსების შეფუთვა სირისტის თავიდან აცილების მიზნით.გეგმები ბევრია,იცის,რომ გამოუვა,ისიც იცის,რომ "სოხუმი"გვერდითაა და საქმეს ერთად ბოლომდე მიიყვანენ.
ქრისტი აფხაზეთიდანაა,ქალაქ გაგრიდან,რომლის იძულებით დატოვება აფხაზეთის ომის დროს დედასთან და ახლობლებთან ერთად მოუწია.მამა და ბიძა დღემდე უგზო_უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან,ხოლო მათი სახელები აფხაზეთის გმირების გვერდით ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული.
ფონდი"სოხუმის"ქალთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი,საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი,სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი,ორი ვაჟიშვილის დედა ქრისტი ქუთათელაძე ასევე, მეწარმე ქალია.საკუთარი ხელით ქმნის ულამაზეს თოჯინებს და მათში სულსა და გულს აქსოვს.
იდეა პირველი შვილის დაბადების შემდეგ, 2013 წელს გაჩნდა.პირველი თოჯინა შვილისთვის მოქსოვა,დღეს თავისი ნაშრომების გამოფენა_გაყიდვას პერმანენტულად აწყობს.
გამოგვიტყდა,რომ კორონა სახლში აქვს და არ ყიდის.მისთვის ის სიმბოლურია,გამოწვევის გამკლავებასა და სიცოცხლის მოფრთხილებასთან ასოცირდება.
საუბრისას აფხაზეთის თემატიკაზე ტილოს მოქსოვა დაგეგმა_დარწმუნებული ვარ, ესეც გამოუვა. ქრისტის ფერადი ფერები უყვარს,გაგვიმხილა,რომ გარდერობშიც ფერადი სამოსი ჭარბობს,შინაგანი სამყაროც ფერადი,თბილი და სიყვარულით სავსე აქვს,ისეთივე ლამაზი და ლაღი,როგორიც გარეგნულადაა.
ამბობს,რომ, ფონდ "სოხუმთან"თანამშრომლობას ვერასდროს შეელევა.
უამრავი სამომავლო გეგმა გააჩნია,უყვარს ადამიანები და მათი კეთილდღეობა ახარებს.შვილების წარმატება და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება კი,მისთვის უმთავრესია.