,,დიდი ხნის წინ,ჩემი და ფონდის"სოხუმი"ურთიერთობა,სრულიად შემთხვევით გადაიკვეთა.საერთო ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობის სურვილი სულ მქონდა და ერთად მეტის კეთების შანსი,რათქმაუნდა ხელიდან არ გავუშვი.დღეს,ფონდი"სოხუმი"ჩემთვის ყველაფერია,,_ამბობს ხათუნა გოგუა.
მანამდე კი...1997 წელი...ომის შემდგომი პერიოდი...პოლიტიკური და სოციალური პრობლემები...რიგები,გაუთავებელი რიგები...ეთნოკონფლიქტი და გათითოკაცებული საქართველო.უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად,ბავშვებისთვის საბავშვო ბაღების არარსებობა იყო.
,,მაშინ,ოროთახიან ბინაში დედა,მამა,ბებია და 5 დედმამიშვილი ვცხოვრობდით,,_იხსენებს ხათუნა გოგუა.,,18 წლის გოგოსთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია ვიტვირთე,ჩემი მოკვლევის შემდეგ,ფართის ერთი,შედარებით დიდი ნაწილის მოწყობა დავიწყე და სულ მალე დღის ცენტრის პირველი 10 ბენეფიციარიც მივიღე.გვერდით ჩემი აფხაზი დედა დამიდგა,რომლის სიყვარულით სავსე გული,იმედიანი სიტყვა და ბაღის ბავშვების მიმართ(ყველა ნაციონალობის) მოფრთხილებული,თბილი დამოკიდებულება ძალას მმატებდა. "წითელქუდამ"(ასე ვუწოდეთ ცენტრს) მოლოდინს გადააჭარბა.ამბავმა განათლების სამინისტროს ყურამდეც მიაღწია.გაზეთებში წერდნენ პატარა გოგონაზე,დიდი საქმეებით.მის შეუპოვრობასა და მიზანდასახულობაზე,დედებისთვის საქმის შემსუბუქებაზე,საზოგადოების გამთლიანების მცდელობასა და სიყვარულის გაღვივებაზე და ეს გოგონა მე,ხათუნა გოგუა ვიყავი,,_იხსენებს ჩვენი რესპონდენტი. დღეს კი,ბაღის შენობისთვის მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ,ფონდი "სოხუმის"ადვოკატირების ფარგლებში მშენებლობის საკითხი მოგვარდა.დამტკიცდა მიწა.
ფონდის"სოხუმი"ძალისხმევით,პრობლემების ადვოკატირების ფარგლებში ,ბაღის აღმზრდელებისთვის უკვე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.
ფონდი "სოხუმის"ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა,პროექტის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირების შედეგებზე სიამოვნებითა და სიამაყით გვიყვება. ვცდილობთ,ანალოგიური შეღავათი,სკოლის პედაგოგებსაც შეეხოს.ასევე,ინგირის თემში,კომფორტული გარემოს შესაქმნელად,მოეწყობა სპორტული სკვერი.სამომავლოდ,ფონდ "სოხუმთან" თანამშრომლობით,უამრავი აქტივობის განხორციელება იგეგმება.
მანამდე კი,ხათუნა გოგუა,აფხაზეთის ომის პერიოდს იხსენებს..ენგურის ხიდი..ცეცხლის გახსნა..მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მეუღლე რაულ ნარმანია და მისი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა,რასაც 18 წლის მანძილზე ოჯახი გაჭირვებით უმკლავდებოდა...

დღეს ,ხათუნა გოგუას ფიქრი და საქმე,ფონდი"სოხუმის"კვალდაკვალ,აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან ერთად,შვილების,მარიამისა და გიორგის ბედნიერებასა და აფხაზეთში დაბრუნების სურვილს უკავშირდება.

ულამაზესი ქალბატონის სტილი,სადა ჩაცმულობაა,ფერი_ცის.ყვავილებს შორის ჰორტენზია მისი ფავორიტია,რაც ბავშვობას,მზრუნველი ბებოს სითბოსა და აფხაზეთს,იქაურობას ახსენებს. დიდი ნებისყოფის,თბილი გულისა და ნოვატორული იდეების მქონე ხათუნა გოგუა,საუბრისას გამოგვიტყდა,რომ შეუფასებელი განძის მფლობელია,რომლის თავიც უფალს მაშინ შეავედრა,როცა,მშობლიური კერიდან,აფხაზეთის მიწიდან,ჰორტენზიის ყვავილის სიცოცხლედაკარგული ფესვები სათუთად, გულში ჩაკრული,იმედის გასაღვივებელ ნაპერწკლად და სულის საზრდოდ ,აფხაზეთში დაბრუნებამდე,შინ,სახლში მოჰქონდა.
