ნატო ქარაიამ ფონდ "სოხუმთან" ურთიერთობა წლების წინ დაიწყო. მაშინ ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრი იყო და მოდერატორის პოზიცია ეკავა. დღეს, ფონდი"სოხუმის" პროექტის ფარგლებში, სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია. ამბობს, რომ ბუნებით ოპტიმისტს ხელის ჩაქნევა არ სჩვევია და დევნილი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული.
ფონდ"სოხუმთან" თანამშრომლობამ, ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგვცა_გვიყვება ნატო ქარაია. -ტრენინგებმა უფრო მოგვამზადა. ვიცით, როგორ წამოვწიოთ აქტუალური თემები, როგორ ვიმუშაოთ პრობლემის მოსაგვარებლად. ქალები მეტად აქტიურები გახდნენ. ახლა თვითონ იღებენ ინიციატივას, უკვე იციან ვის მიმართონ და როგორ მოაგვარონ საკითხი. ფონდი"სოხუმის" ტრენინგებმა შედეგი გამოიღეს. იყო შემთხვევა, როცა,ძლიერი ქარის დროს ელექტრო ბოძი დაზიანდა, მოსახლეობამ მაშინვე დაიწყო რეაგირება და შესაბამის სამსახურს ინფორმაცია დროულად მიეწოდა. პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდა.ქალთა აქტიურობით მოგვარდა ასევე უმწვავესი პრობლემა დევნილთა დასახლებაში. შეკეთდა საკანალიზაციო არხი, რომელიც ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა. საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან პერმანენტულმა შეხვედრამ შედეგი გამოიღო. მოხდა საცხოვრებელი სახლების გადახურვის საკითხის ადვოკატირება. პროცესი ოთხ კორპუსში უკვე დაწყებულია.
