- საზოგადოება
- გადასვლები: 973
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 32 ჟურნალისტია მოკლული. ამის შესახებ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა.
„ამ წელს ჟურნალისტების დღეს სიმწარის განსაკუთრებული გემო აქვს. სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე თვეა და ჩვენ 32 ჟურნალისტი დავკარგეთ. ომის 8 წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ. მუდმივი ხსოვნა საინფორმაციო ფრონტის მოწინავე მებრძოლებს“,- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ჟურნალისტები, რომლებიც დღეს 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, გმირები არიან.
„ჩვენ ვაწარმოებთ ჰიბრიდულ ომს, პირველ ასეთ მასშტაბურ ომს მსოფლიო ისტორიის განმავლობაში და თქვენი როლი დღეს შეუფასებელია, ისევე როგორც თქვენი პასუხისმგებლობა, საქმისადმი ერთგულება, შეუპოვრობა და გამბედაობა“,- განაცხადა ტკაჩენკომ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საოჯახო ღვინის მარნებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია გრძელდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი რომელიც ქუთაისში გაიმართა, მიზანად ისახავს, ერთის მხრივ მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციას, და მეორეს მხრივ, დონორებისა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და იმერეთის მხარი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 3 პირი დააკავეს და 2 ამხილეს.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა. ქალაქის მერი სტუმრებს იმ საერთაშორისო პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც აქტიურად ხორციელდება ქუთაისში. შეხედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა GIZ - ის წარმომადგენლებს საპროექტო წინადადებები შესთავაზა, რაშიც მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. საუბარია ქუთაისში კრეატიული ინდუსტრიისა და ციფრული განათლების ცენტრის შექმნასა და ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ხელნაკეთი ნივთების სავაჭრო სივრცეების მოწყობაზე.
ჭარბი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურას ადიდებამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სტიქიამ საყდრის ხიდი დააზიანა და…
შაბათი აგვისტო 29
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. …
შაბათი აგვისტო 29
In საზოგადოებაქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება.ინფორმაციას ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“ ავრცელებს. გაცნობებთ, რომ 2026–2027…
შაბათი აგვისტო 29
In განათლებაუწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
პარასკევი აგვისტო 28
In საზოგადოება28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.…
პარასკევი აგვისტო 28
In რელიგია