კინეზიოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს, იკვლევს და მკურნალობს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემათა პათოლოგიებს და მათ გამომწვევ მიზეზებს. კინეზიოლოგიური პროცედურების უპირატესობები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემების დროს: ძვალ-სახსროვანი და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და პროფილაქტიკა, შინაგანი ორგანოების მდგომარეობის არააპარატურული დიაგნოსტიკა. ნევრალგია, ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, მალთაშორისი თიაქარი, მწვავე სტრესი, კიფოზი, ართროზი , ართრიტი, ნევრიტი, მიალგია, ბრტყელტერფიანობა, ქრონიკული დაღლილობის, დეპრესიის, უძილობის, აპათიის მიზეზების დიაგნოსტიკა და პრევენცია .
„მალა-მედი“ არის საქართველოში გამოყენებითი კინეზიოლოგიის (Applied Kinesiology) პიონერი.
,,ჩვენი მუშაობის უპირატესობებია; მოვუსმინოთ თითოეულ ორგანიზმს, როგორც ინდივიდს, ვიპოვოთ დაავადების საწყისი და ვუმკურნალოთ ფარმაკოლოგიური პრეპარატების გარეშე ისე, როგორც სხეული გვიკარნახებს,,-აცხადებენ კინეზიოლოგიურ ცენტრში.
მისამართი: ქ.ქუთისი, თაბუკაშვილის N 22 (საჭადრაკო კლუბ „მაიას“ გვერდით) 14:30სთ.
,,მალა-მედის,, დამფუძნებელია ზაზა კრაწაშვილი - კინეზიოლოგი, საქართველოს კინეზიოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი,
კინეზოლოგიური ცენტრ „მალა-მედის“ ქუთაისის ფილიალის თანადამფუძნებელი და დირექტორია მარიკა ჩხიკვაძე - კინეზიოლოგი, რეფლექსოთერაპევტი, საქართველოს კინეზიოლოგთა ასოციაციის წევრი.


ბაღდათის მუნიციპალიტეტში 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიისა და საკრებულოს,
ასევე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ინიციატივით, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული მებრძოლების მემორიალური დაფები გაიხსნა მათ მშობლიურ სკოლებში.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 19 მებრძოლი დაეცა გმირულად.
აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის დღეა. აფხაზეთის ომში ათიათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.