ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს. პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით.
16 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობა იწყება გორის, თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანის,სამტრედიის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.
პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, ტრიბუნები მაყურებელებისთის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა - გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან ერთად შეხვდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მშენებლობებთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები, სამუშაო პროცესები, ვადები, ზედამხედველობის მექანიზმები და ხარისხის სტანდარტები.
