11-13 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ჰუალინგში" ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და თასის გათამაშება ჩატარდა.
შეჯიბრებაში, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს 14 რაიონის 80-მდე ძალოსანმა იასპარეზა.
ქუთაისის ძალოსნობის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური III ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ჩემპიონი გახდა 94კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი გობეჯიშვილი, რომელმაც ატაცში (164), აკვრასა (188) და ორჭიდში (352) პირველობა არავის დაუთმო და 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
65კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ 2 ვერცხლისა (ატაცსა და ორჭიდში) და 1 ბრინჯაოს მედალი (აკვრაში) მოიპოვა .
79 კგ. წონით კატეგორიაში ბაქარ გიორბელიძემ ატაცში 115 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 147 ქულით ვერცხლის მედალი, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
110 კგ. წონით კატეგორიაში, ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე ლომთაძემ.
გოგონათა შეჯიბრებაში საინტერესო და დაძაბული ასპარეზობის შედეგად, საუკეთესოს ვინაობა სინკლერის სპეციალური ცხრილით გაირკვა. ქუთაისელმა ძალოსანმა ნანა ხორავამ 259, 15 ქულით 🥈მეორე ადგილი დაიკავა.
გუნდური შედეგები ასეთია-I ზუგდიდი - 586 ქულა,II აჭარა - 582 ქულა, III ქუთაისი - 529 ქულა.
