საქართველოს უშუს 22-ე ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა ქალაქ თბილისში, სადაც საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონატი რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში და ორ ძირითად დისციპლინაში: უშუ-სანდა და უშუ ტაოლუ მიმდინარეობდა.
ტაოში სამი ოქროს მედალი მოიპოვა დავით ლავრელაშვილმა;
სამ სხვადასხვა სტილში, ერთი ოქრო დავით სვანიძემ, მათე გურგენიძემ და ნუცა იობიძემ.
სანდაში ჩემპიონები გახდნენ: სერგო ალფაიძე, ნიკოლოზ გურესაშვილი, გაბრიელ ქევანიშვილი, დავით დვალიშვილი, ლუკა ძნელაძე, დემეტრე დვალიშვილი.
