ტყიბულელმა ილია სულამანიძემ ტოკიოს გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ჯერ კორეელი, შემდეგ კი ორი რუსი სპორტსმენი გამოთიშა ასპარეზობას. მეოთხედფინალში სულამანიძემ ნიაზ ბილალოვი, ხოლო ნახევარფინალში მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა.
ილია სულამანიძე ფინალში იაპონელ დოტა არაის შეხვდა და იპონით მოუგო.
