ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრმა ,,ჰერა,, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები განახორციელა.
მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს სკრინინგი,მამოგრაფიული კვლევა და ექიმის დათვალიერება ჩაუტარდა.
აღნიშნული აქცია ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის და ბაღდათის მერიის სოციალური სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.