12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქუთაისში ღონისძიებები გაიმართება .
16:00 სთ - თეთრი ხიდის მიმდებარედ, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან :
ახალგაზრდული სივრცეები სხვადასხვა ინტერესის მქონე ახალგაზრდებისთვის;
ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
"ახალგაზრდულ ინიციატივებში" გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია.
18:00 სთ - კონცერტი, მონაწილეობენ ლინდა ადამია და ბენდი ¼.
ღონისძიებას ელექტრონული მუსიკა დაასრულებს.