” 2008 წელს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მიერ ჩადენილი იქნა უმძიმესი დანაშაული, რასაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის. დღემდე ოკუპირებულია საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები. ტრაგიკული დღეები იყო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში.
დღეს პატივი მივაგეთ აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას. მათი ოჯახების წევრებთან ერთად გვირგვინით შევამკეთ გმირთა მემორიალი, რომელსაც სულ მალე განახლებული იერ-სახით წარვუდგენთ საზოგადოებას.
ჩვენი გმირების ხსოვნის პატივგების უპირველესი ნიშანი იქნება ის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი და დამოუკიდებელი ქვეყანა!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის ომში 9 ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მერიამ ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1500 ლარი ჩაურიცხა.