სახელმწიფოს წლებია, პარკებისთვის და სკვერებისთვის საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები რუსეთიდან ჩამოაქვს.
ინფორმაციას,,ფლანგვის დეტექტორი,,ავრცელებს.
მხოლოდ 2014-2024 წლებში, შპს ჯეო პარკს თითქმის ₾17 მილიონი გადაუხადეს რუსეთიდან ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად.
საქართველოს მთავრობას არც მაშინ შეუჩერებია რუსული პროდუქციის ყიდვა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
ომის დაწყების შემდეგ რუსული ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად ბიუჯეტიდან ₾2.5 მილიონი დაიხარჯა.
სიმბოლურია, რომ რუსული პროდუქციის შემომტანი კომპანია 2008 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა.
ფოტო პირობითია