უამინდობის გამო ასსაფეხურიან კიბეებთან საქართველო-პორტუგალიის თამაშის ტრანსლირება აღარ შედგება.
,,26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ასევე, სხვა ქვეყნის გუნდების თამაშების პირდაპირი ტრანსლირება მოეწყობა ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ( მის. ახალგაზრდობის გამზ. 98).
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 26 ივნისს საქართველოს რეგიონებში და კონკრეტულად, ქუთაისში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. შესაბამისად, ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ დღეს სპორტის სასახლეში შევიკრიბებით.
19 : 00 საათიდან დაუკრავს DJ და მოეწყობა სპორტული აქტივობები. ,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.