დღეს საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება გულშემატკივრები ასსაფეხურიან კიბეებთან შეძლებენ.ქუთაისის მერიის ორგანიზებით აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველო-პორტუგალიის შეხვედრის ტრანსლირება განხორციელდება.
,,დღეს, 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ასევე, სხვა ქვეყნის გუნდების თამაშების პირდაპირი ტრანსლირება 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
19 : 00 საათიდან დაუკრავს DJ , მოეწყობა სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი, გამაგრილებელ სასმელებს შესთავაზებენ გულშემატკივრებს.,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.