წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო (წვიმა,სეტყვა) ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კერძოდ (ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე) რამდენიმე ადგილზე გამოიწვია მეწყრული პროცესი, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე საათით ჩაკეტილია.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკის და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში თავი შეიკავონ ამ მიმართულებით გადაადგილებისგან.