ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრის სკვერში
საბავშვო მუსიკალური თეატრი „ირიდა“-ს, წითელხევის ხელოვნების სკოლის ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი და სამუსიკო სკოლის მევიოლინეების საკონცერტო ნომრები იყო წარმოდგენილი.
კულტურის სახლის მიმდებარედ, კახიანის ქუჩაზე მთელი დღის მანძილზე მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცე,
ასფალტზე ხატვა,სახის მოხატვა, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის მინი ტურნირები,
ასევე მთელი დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა ბატუტები და ატრაქციონები.
ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე, მათთვის საყვარელი ზღაპრების გმირები ზრუნავდნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს და მათ მშობლებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა .
აღნიშნული ღონისძიებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის, კულტურული, სახელოვნებო, სამუსიკო, სპორტული და საგანმანათლებლო აიპების მხარდაჭერით განხორციელდა.