მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.
უდიდესი საერთაშორისო კონფლიქტი 1939-1945 წლებში მიმდინარეობდა და მას თავისი მასშტაბებით, დაღუპულთა რაოდენობითა და მატერიალური დანახარჯებით ანალოგი არ აქვს მსოფლიო ისტორიაში.
ომში მონაწილეობა მიიღო 61-მა სახელმწიფომ (მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი), სამხედრო მოქმედებები გავრცელდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე .
მიახლოებითი მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა 50 მლნ-ზე მეტი და დასახიჩრდა 28 მლნ. ადამიანი. პირდაპირმა სამხედრო ხარჯებმა შეადგინეს 1384 მილიარდი დოლარი.
1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა სსრ კავშირს (გერმანია-სსრ კავშირის ომი).
1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის თავდასხმით ფერლ-ჰარბორზე ომში ჩაბმული აღმოჩნდა აშშ.
საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი კაცი წავიდა. ეს 40–იან წლებში ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი იყო. წასულთაგან კი ნახევარი შინ აღარ დაბრუნებულა.