,,დაბრუნებულების პროტესტი სახლში,,-დღეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მორიგი აქცია ამ სლოგანით იგეგმება.შეკრებილები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას-არა რუსულ კანონს და რუსეთს .
,,დღეს, 3 მაისს წითელი პარასკევია. ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ, ამავდროულად, აღდგომის ბრწყინვალების მომასწავებელი.
ქალაქში უამრავი ადამიანი ბრუნდება აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად, რადგან ეს ქალაქი მათია. მათ სურთ პროტესტის ხმა აქ, თავიანთ სახლში ისმოდეს ხმამაღლა და მკაფიოდ.
შემოგვიერთდით, - ქუთაისი, ცენტრალური მოედანი, 19:00 საათი.
ჩვენ, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ბედს თავად ვწყვეტთ. პირველ რიგში, ჩვენი ქალაქისა.
ერთობით აუცილებლად გაიმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე.,,-აცხადებენ ორგანიზატორები.