2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 694 600 ადამიანია, რაც წინა წელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია | 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება [-2 542] და უარყოფითი მიგრაციული სალდო [-39 207]
ასევე, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774 500 შეადგინა, ხოლო ქალების 1 920 100. საქართველოს მოსახლეობის 48% კაცია, 52% კი - ქალი.
ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.