იმერეთში მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უწყების ინფორმაციით , გამოძიება სსსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.