დღეს 15 აპრილს ქუთაისში ,,რუსული კანონის,, წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.აქცია მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე ჩატარდება.
,,ქუთაისის თავისუფლების მოედანი და ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება საღამოს 19:00 საათზე ლადო მესხიშვილის თეატრის წინ გააპროტესტებს რუსული კანონის მეორედ მიღების მცდელობას,,-წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
, ,ჩვენ ქუთაისელები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ამ კანონის მიღების წინააღმდეგები ვართ.
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. ამ კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.