ქუთაისში ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის 75 საიუბილეო წელთან დაკავშირებით პიარ-აქცია გაიმართა.
ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის წარმომადგენლობის ინიციატივით და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
პიარ-აქცია უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ქონდა ჩართვის შესაძლებლობა. საინფორმაციო სტენდთან ვიქტორინა გაიმართა. კითხვები ნატოს წევრ ქვეყნებს და ნატოს სტრუქტურას ეხებოდა. სწორი პასუხის ავტორებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ნატო თანამედროვე ისტორიის მანძილზე ყველაზე ქმედითუნარიანი, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 75 წელია უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების, 1 მილიარდამდე მოქალაქის, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს როლი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ნატო-სთან თანამშრომლობის ყოველი მომდევნო ეტაპი კი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლებას, რაც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან, გავხდეთ ნატო-ს წევრი.