სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა,
მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა.
2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში -13 697 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში -226 ბავშვი.იმერეთში შობადობამ 4 837 ბავშვი შეადგინა.შობადობის რიცხვი მცირეა სამცხე-მთიანეთსა და გურიაშიც-845 და 885 ბავშვი.
2023 წელი გარდაცვალა 42 756 ადამიანი, აქედან ყველაზე მეტი 12 229 თბილისში,ყველაზე ცოტა -580 რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.იმერეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 7 008 ადამიანს შეადგენს.
2023 წელს დაქორწინდა 22 275 ადამიანი,ყველაზე მეტი-6 738 თბილისში,ყველაზე ცოტა ოჯახი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შეიქმნა- 197.
რაც შეეხება განქორწინებას, 13 664 შემთხვევა დაფიქსირდა .იმერეთის მაჩვენებელია 2 285.