3 აპრილს ,14:00-16:00 საათამდე ქუთაისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.ფორუმზე 35 კომპანიას 350 ვაკანსია ექნება წარმოდგენილი.
ვაკანსიები იქნება საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო სფეროებიდან, ასევე აიტი, მარკეტინგის, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით.
ქუთაისის დასაქმების ფორუმის ფარგლებში, ახალი საგამოფენო სივრცე იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაში პირველად მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მოეწყობა გამოფენა, სადაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები საკუთარ სასწავლო კურსებსა და ფაკულტეტებს აბიტურიენტებს და სწავლით დაინტერესებულ პირებს გააცნობენ.
ფორუმი ჩატარდება მისამართზე - ქუთაისი, სასტუმრო ,,ქუთაისი ინნ’’, მის: დავით აღმაშენებლის გამზირი N2. მონაწილეობა უფასოა.
ქუთაისის დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზებით იმართება.
ფოტო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან.