ქალაქ ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერი, საერთაშორისო კონკურსის გამოქვეყნებით, გამოაცხადა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ( GEF) მიერ დაფინანსებულმა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) .
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,ტენდერი ცხადდება პროექტის "ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" ფარგლებში.
ინფორმაცია, რომ აეროპორტს და ქუთაისს შორის ტრანსპორტი იმოძრავებდა,აეროპორტების გაერთიანებამ გასული წლის დეკემბერში გაავრცელა .