მეშვიდე საჯარო სკოლი დირექტორი და პოეტი ენდი ნემსიწვერიძე დღეს დილით მოულოდნელად გარდაიცვალა.
მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ამჟამად არის ქუთაისი მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ავტორია წიგნისა "უბელო რაშები" და ,,სიცოცხლის ალავერდი,,.
,,დღეს, საჩუქრად ჩემივე ლექსების ახალი კრებული, ,,სიცოცხლის ალავერდი" მივიღე, ჩემი საუკეთესო მეგობრებისაგან....
ახლა უკვე ორი წიგნით, ორი ბიჭით, ერთი ცოლით, ასობით მოსწავლით, უამრავი კოლეგით, კეთილი და უერთგულესი მეგობრებით გარშემორტყმული ვხვდები, საკუთარ დაბადების დღეს...
თავს გიხრით, მიყვარხართ ყველანი...
მიიღეთ ჩემგან სიყვარულის და სიცოცხლის ალავერდი!,,- დაწერა სოციალურ ქსელში ენდი ნემსიწვერიძემ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.
ენდი ნემსიწვერიძე დღეს 57 წლის გახდებოდა.